მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არჩევანი დიდი იქნება, მოსახლეობას ვაქცინის არ უნდა ეშინოდეს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1610557102
COVID-19

„თუკი რომელიმე ვაქცინა აღიარებს არ მიიღებს, ჩვენ ის არ უნდა მივიღოთ. არჩევანი კი დიდი იქნება და ამის მოსახლეობას არ უნდა ეშინოდეს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ენდობა ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის განცხადებითაც საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოატანა არ იგეგმება.

„ვენდობი თამარ გაბუნიას, როდესაც ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არ განიხილავს ჩინური ტიპის ვაქცინის შემოტანას. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა და ეს მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში თუკი ვინმეს კატის ნაკაწრი, ან ძაღლის ნაკბენი აქვს, ყველა ადამიანი ჩინური ვაქცინით იცრება. როდესაც ასეთი ფაქტის წინაშე ვდგებით, ეს არ ნიშნავს, რომ იქ ვაქცინის ხარისხს ვარკვევდეთ.

ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს. თუკი, დღეს ჩვენ გავაკეთებთ აქცენტს, რომ ეს ვაქცინა არ ვარგა, ეს იქნება ვაქცინაციისა და იმუნიზაციის პროგრამაზე დარტყმა“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

👉 ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის გარკვეული ოდენობა საქართველოში თებერვალში შემოვა. საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მესამე ტალღა შესაძლებელია თებერვლის ბოლოდან დაიწყოს“ - პაატა იმნაძე

ეკატერინე ტიკარაძე: ჩინური ვაქცინის შემოტანა კატეგორიულად არ განიხილება

„ამ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინის 200 000 დოზა შეგვიძლია მივიღოთ“ - პაატა იმნაძე