მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არჩევანი უნდა გაკეთდეს საზოგადოების ყველაზე პრიორიტეტულ ნაწილზე“ - კულუმბეგოვი ეპიდვითარებაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1611498776
COVID-19

„ძალიან მომგებიანი იქნება პოზიცია თუ ვიტყვი, რომ რასაკვირველია ვემხრობი და ყველაფერი უნდა გავხსნათ. ეს ჩემგან ცალსახად ვერ იქნება, ამას დაკონკრეტება სჭირდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეპიდვითარებასა და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.

ექიმის თქმით, მნიშვნელოვანია რომ შეზღუდვების მოხსნა პრიორიტეტების გათვალისწინებით მოხდეს.

მისივე განცხადებით, სამედიცინო სექტორი ვერ გაუძლებს 30 ათასზე მეტ აქტიურ შემთხვევასა და ყოველდღიურად 6000-ზე მეტ ინფიცირებულს.

„ძალიან მომგებიანი იქნება პოზიცია თუ ვიტყვი, რომ რასაკვირველია ვემხრობი და ყველაფერი უნდა გავხსნათ. ეს ჩემგან ცალსახად ვერ იქნება, ამას დაკონკრეტება სჭირდება.

არავის არ გვინდა ვიხილოთ რაც გვინდა ნოემბერ-დეკემბერში, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად თუ იქნება 5000 ან 6000 ინფიცირებული ადამიანი, აქტიური შემთხვევა 30000-ზე მეტი, ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს, ამას სამედიცინო სექტორი ვერ გაუძლებს.

შესაბამისად უნდა იყოს რაციონალური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, პრიორიტეტები სწორად უნდა იყოს დალაგებული. რეალურად ვართ სტაბილიზაციის ნიშნებთან, 7-დან 14 დღის ფარგლებში უნდა გადაიხედოს და აქტიურად უნდა შემოწმდეს როგორც კეთდება, ოღონდ უფრო ინტენსიურად.

ჩვენი ქვეყანა არ არის მზად მოხსნას შეზღუდვა თეატრზე, კინოზე, შეკრებაზე. აქ ლაპარაკია პრიორიტეტული ნაწილების გამოყოფაზე, მსოფლიოს თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნებია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაკეტილია და მილიონობით მანქანა გადაადგილდება.

თუ სადმე ხდებოდა, „ლოკდაუნის“ გამოცხადება ადამიანებს სახლიდან გამოსვლა ეკრძალებოდათ. ჩვენთან აბსოლუტურად ასინქრონულია. ადამიანები, ვისაც აქვთ შესაძლებლობა მანქანით იარონ, მაგალითად მე, სხვას არ ვადანაშაულებ, ჩვენ თავისუფლად დავდივართ სადაც გვინდა და ამავე დროს ადამიანები, რომლებიც ძალიან გაჭირვებულები არიან და არ აქვთ შემოსავალი, მათთვის დაკეტილია ტრანსპორტი. ეს არის ჩემთვის მიუღებელი, ეს პრიორიტეტი უნდა იყოს წინა პლანზე. არჩევანი უნდა გაკეთდეს საზოგადოების ყველაზე პრიორიტეტულ ნაწილზე“, - განაცხადა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 24 იანვრის მონაცემებით 253 518-ს შეადგენს.