მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ ჯაფარიძე: ცაგერსა და ლენტეხში საეჭვო სიმპტომები არავის აქვს

ცაგერისა და ლენტეხის რწმუნებული 2020
1586586045
COVID-19

"არავის არ აქვს საეჭვო სიმპტომები ცაგერსა და ლენტეხში",- ამის შესახებ მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის თერმოსკრინინგი უკვე 2 კვირაა მიმდინარეობს და უკვე 1000-მდე მოქალაქეა შემოწმებული.

რაც შეეხება მარაგებს, როგორც არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ რეგიონში სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება.

"ყველა საშუალება და აუცილებლობა არის რეგიონში. მარაგების შეტანის წყვეტა არ მოხდება და ის კომერციული სუბიექტები უპრობლემოდ გაივლიან, ვინც რეგიონს სურსათით ამარაგებდა",- აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ.

ლენტეხში საკარანტინო რეჟიმი მას შემდეგ დაწესდა, რაც რეგიონში კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა.