მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე საზოგადოებას აღდგომას შინ დარჩენას ურჩევს

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი 2019
1586377797
COVID-19

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საზოგადოებას აღდგომის დღესასწაულზე შინ დარჩენისკენ მოუწოდებს, ამასთან ის მოქალაქეებს ყველა წესის შესრულებასა და რეკომენდაციის დაცვას ურჩევს.

თალაკვაძემ ვირუსის მასშტაბურობა და საშიშროება კიდევ ერთხელ აღნიშნა და მრევლის საყურადღებოდ მსოფლიოში შექმნილ მძიმე ვითარებას გაუსვა ხაზი.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში და მთავრობას აქვს თავისი მკაფიო პასუხისმგებლობები, ხოლო ეკლესიას და რელიგიურ ინსტიტუტებს აქვთ თავისი პასუხისმგებლობები საზოგადოების წინაშე, - ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთ დიდ და სახიფათო გამოწვევასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება, ერთი ქვეყანა და ჩვენი პასუხიც ვირუსის საფრთხის წინაშე არის ერთიანი. თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ხედავს, თუ როგორი გადამდებია ეს ვირუსი და რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში - მეტი არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის, რომ დავიცვათ უსაფრთხოების წესები და სახლში დარჩენის გადაწყვეტილება მივიღოთ",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კორონავირუსი 2019 წლის 30 დეკემბერს ჩინეთის პროვინცია ვიჰანში გაჩნდა, ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა. ვირუსი იოლად გადამდებია და სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს.