მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არის იმედი, რომ კორონავირუსი გაზაფხულისთვის დასრულდება“ - ენტონი ფაუჩი

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი
1632037406
COVID-19

„კოვიდპანდემია მომდევნო წლის გაზაფხულისთვის დასრულდება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

„კორონავირუსმა სპეციალისტები არაერთხელ შეიყვანა შეცდომაში. არის იმედი, რომ ის გაზაფხულისთვის დასრულდება, მაგრამ გარანტია არ არსებობს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ინფორმაციული რნმ-ის (mRNA) საშუალებებით ვაქცინაციის სრული ციკლისთვის შესაძლოა, აცრის მესამე დოზა გახდეს საჭირო.

მისი თქმით, იგი ვაქცინაციის პროცესში დამატებით, მესამე დოზის გაკეთებას უჭერს მხარს.

„ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გადავხედავთ, სწორი რეჟიმი მესამე დოზის გაკეთება იქნება“, - განაცხადა ფაუჩიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „კორონავირუსის ახალი შტამი „მიუ“ სერიოზულად უნდა აღვიქვათ“

👉 „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზამ შეიძლება უზრუნველყოს სრული დაცვა“

👉 მოსალოდნელია, გავრცელდეს ვირუსის უფრო მძლავრი ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა, ვაქცინირებულებსაც ზიანი მიაყენოს