მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არის მატების ტენდენცია, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებელი არ გვაქვს“ - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1620286689
COVID-19

„მესამე ტალღა დაწყებულია და მზად ვართ მობილიზაციისთვის“- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, იმისათვის რომ ვირუსის გავრცელება თავიდან ავიცილოთ, მოქალაქეები სიფრთხილით უნდა მოეკიდონ და გარკვეულწილად დაიცვან მოცემული რეკომენდაციები.

„ინფიცირებულთა მატება ჯერჯერობით შეინიშნება, პიკი როდის იქნება ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სიფრთხილით მოეკიდებიან და გარკვეულწილად დაიცავენ რეკომენდაციებს, აუცილებელია, რომ ეს პიკი რაც შეიძლება სწრაფად დავწიოთ უკან.

ვაქცინაციის პროცესი თავდაპირველად არ იყო ისეთი აქტიური, მაგრამ ჩვენს ცენტრში დაბალი აქტივობა არ შეინიშნებოდა. ჩვენთან პირველი დღიდან კეთდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია და შემიძლია გითხრათ, რომ მარტო ამ ვაქცინით დაახლოებით 4500 მოქალაქეა აცრილი. ანუ მომართვიანობა ჩვენს ცენტრში ძალიან მაღალია.

რაც შეეხება, დადებითობის ყოველდღიურ მაჩვენებელს, აღნიშნული ციფრები ყოველთვის არ არის ზოგადი მაჩვენებელი, ვიცით რომ ტესტების რაოდენობას უკავშირდება ეს ზოგადი მაჩვენებელი. 500-600 ინფიცირებული ძირითადად არის ხოლმე, როდესაც დასვენების დღეებია და ტესტირების რაოდენობა ამ პერიოდში ნაკლებია, კორელაციაშია ესენი ერთმანეთთან. თუ ამას გავასაშუალებთ დადებითობის მაჩვენებელი ძირითადად ერთნაირად მიდის, არის მატების ტენდენცია, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებელი არ გვაქვს“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, იმისათვის, რომ არ ვილაპარაკოთ პიკზე და ძალიან დიდი რაოდენობის მატებაზე აუცილებელია წესებისა და რეკომენდაციების დაცვა.

„ჩემი კლინიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ექიმებში ავადობის მაჩვენებელი იყო მაღალი, ბევრი სამედიცინო პერსონალი იყო ინფიცირებული და მათთან არ არის გასული 4 თვიანი სავალდებულო პერიოდი, რომლის შემდეგაც შესაძლებელია ჩატარდეს აცრა. იმედი მაქვს, რომ სამედიცინო პირები, გააცნობიერებენ საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს და მისცემენ მოქალაქეებს მაგალითს“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1806 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1144 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 317 719 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 297 676 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური -6,41%, ბოლო 14 დღის - 5,51%, ბოლო 7 დღის - 6,59%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ასტრაზენეკას“ დამატებითი 43 000 დოზა საქართველოშია

✅„დღეში სულ მცირე 3 000 მოქალაქე უნდა აიცრას“ - თამარ გაბუნია

✅„ვაქცინირებულების 2, 3 და 10% -იც კი არ ნიშნავს, რომ შემთხვევების ყოველდღიური მატებისაგან თავს დავიცავთ“- ივანე ჩხაიძე