მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არის თუ არა ანტისხეულების მატარებელი ადამიანი Covid-19-ის გამავრცელებელი?

ტესტი კოვიდზე
1586968289
COVID-19

"ანტისხეულის მატარებელი პიროვნება შესაძლოა ინფექციის გადამტანი იყოს, თუ ვირუსი მისი სხეულიდან ჯერ არ გამოსულა. ის გადამდებია, როცა ანტისხეულებიცა და ვირუსიც ერთად აქვს, ეს დიდხანს არ გრძელდება, თუმცა ამ დროს ადამიანი გადამდებია. ხოლო როცა პირს მხოლოდ ანტისხეულები აქვს, ის ვირუსის გამავრცელებელი არ არის",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანტისხეულების არსებობა გამოვლენილია მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთა შემთხვევაშიც ეს მოსალოდნელი იყო.

"სადაც ანტისხეულების არსებობას არ მოველოდით, იქ არც აღმოჩნდა, ხოლო სადაც მოველოდით დადასტურდა ანტისეულების არსებობა, ძირითადად მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირებთან",- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 71 და გარდაცვლილია 3 პაციენტი.