მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არის თუ არა კორონავირუსი სეზონური - ჯანმო-ს ახალი განცხადება

არის თუ არა კორონავირუსი სეზონური
1595933618
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის სეზონურობის საკითხს იკვლევს. როგორც WHO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, კორონავირუსზე სეზონის ცვლილების გავლენა არ დასტურდება.

„სეზონის ცვლილება კორონავირუსის გავრცელებაზე არ იმოქმედებს“,- აღნიშნა ჰარისმა.

მისი თქმით, ვირუსი სხვადასხვა სეზონზე ერთნაირად სწრაფად ვრცელდება როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში.

როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელებას ადამიანთან მასობრივი თავყრილობები, სადაც სოციალური დისტანცია არ არის დაცული, ყველაზე მეტად უწყობს ხელს.

ჰარისმა კორონავირუსი სეზონური გრიპისგან კიდევ ერთხელ განასხვავა და აღნიშნა, რომ როგორც ვხედავთ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მისგან განსხვავებით, ზაფხულში რეკორდულად მაღალია.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიიცრების 16,6 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 656 000-ზე მეტი ადამიანი.

კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 2020 წლის 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.