მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ: ჩინეთში შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყოს

პირბადიანი ჩინელები
1584289319
COVID-19

"კარანტინის გაუქმების შემდეგ, ჩინეთში შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყოს",- ამის შესახებ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ენტონი ფაიჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთის ხელმძღვანელობამ ვირუსი ქვეყნის ჩაკეტვით დაამარცხა.

"რადგან მათ მოხსნეს შეზღუდვები და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, შეიძლება იქ ვირუსის მეორე ტალღა წარმოიშვას", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ და იმედი გამოთქვა, რომ ეს არ მოხდება.

ცნობისთვის, ჩინეთმა კორონავირუსი უკვე დამარცხებულად გამოაცხადა და ქვეყანაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.