COVID-19

აშშ-ის გადაწყვეტილება, ვაქცინების მოსამზადებლად საჭირო კომპონენტების მიწოდების დაბლოკვასთან დაკავშირებით, გლობალურ ძალისხმევას აფერხებს - ვაქცინების მწარმოებელი

ჯონსონ ენდ ჯონსონის
ვაქცინა
1614971721
დაკოპირებულია

„მაშინ, როდესაც მსოფლიო აგრძელებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და მსოფლიოში ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელი ადარ პუნავალა გვაფრთხილებს, რომ ვაქცინის მწარმოებლებს არ აქვთ საკმარისი მასალები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსამზადებლად“, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა businesstoday ავრცელებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მსოფლიოში ვაქცინების უმსხვილესი მწარმოებელი ადარ პუნავალა აშშ-ის გადაწყვეტილებას, ვაქცინის მოსამზადებლად საჭირო მასალების დაბლოკვასთან დაკავშირებით, სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ძალისხმევას შეაფერხებს:

ვაქცინების ინდურმა ინსტიტუტმა (SII) ოქსფორდის უნივერსიტეტთან და შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-სა და Novavax Inc-თან პარტნიორობით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ასობით მილიონობით ვაქცინის მოსამზადებლად მიიღო ლიცენცია.

4 მარტს პუნავალამ მსოფლიო ბანკთან პანელური დისკუსიის დროს განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ვაქცინის მოსამზადებლად საჭირო ძირითადი კომპონენტის ექსპორტის დაბლოკვასთან დაკავშირებით, ხელს შეუშლის ვაქცინების გლობალურ წარმოებას.

„ვაქცინა Novavax-ს, რომლის მსხვილი მწარმოებლები ვართ, აუცილებლად სჭირდება ამ მასალების მიღება აშშ-დან... თუკი ვსაუბრობთ მსოფლიოს მასშტაბით შესაძლებლობების გაზრდაზე, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინის ერთობლივი წარმოება კრიტიკულად შეიზღუდება. ამ პრობლემის გადაწყვეტა ამ დრომდე ვერავინ შეძლო“, - აღნიშნა პუნავალამ, წერს businesstoday „ბლუმბერგზე“ დაყრდნობით.

ვაქცინების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ადარ პუნავალა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების გეგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ „ინდოეთი - მთავარი პრიორიტეტია“.

ინფორმაციისთვის, ბაიდენის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ თავდაცვითი ნაწარმის კანონის აღსრულების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რაც ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინების მარაგის გაზრდის საშუალებას იძლევა.

აშშ-ის წამყვანმა მწარმოებელმა კომპანიამ, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც შეიმუშავა, გასულ წელს ვაქცინის მოსამზადებლად საჭირო კომპონენტების დეფიციტის გამო მიმდინარე წლისთვის მისი წარმოების გეგმები შეამცირა.

SII-ის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა დაუშვას ექსპორტი:

„ჩვენ ვსაუბრობთ ვაქცინის მისაღებად თავისუფალ გლობალურ წვდომაზე, მაგრამ თუკი აშშ-დან ვაქცინის მოსამზადებლად საჭირო კომპონენტებს ვერ მივიღებთ - ეს იქნება სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი“, - აღნიშნა პუნავალამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სუმია სვამინატანმა განმარტა, რომ მსოფლიოს მოსახლეობა ვაქცინის მიღების სერიოზული დეფიციტის წინაშე დგას. მისი თქმით, არსებობს აუცილებლობა გლობალურ თანხმობაში ამგვარი კომპონენტების ექსპორტისთვის.

მისივე განმარტებით, ამ მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად ვაქცინების საკითხში ჯანმოს პარტნიორები, ისეთები, როგორებიც არიან ფარმაცევტული მწარმოებლებისა და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია და განვითარებად ქვეყნებში ვაქცინების მწარმოებელი ქსელები, მომავალ კვირას შეხვდებიან.

ინდოეთის მთავრობამ SII-ს კომერციულ საფუძველზე დართო ნება, მიმდინარე თვეში, 25 ქვეყანისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 24 მილიონი დოზის მოსამზადებლად.

ვაქცინების ინსტიტუტი კანადას კოვიშილდის ვაქცინას ერთ თვეზე ნაკლებ დროში მიაწოდებს.

ამ დროისთვის კოვიშილდის პრეპარატის 16,7 მილიონი დოზა 20 ქვეყანას მიეწოდება. ეს მოიცავს, დაახლოებით 6.3 მილიონ დოზას, რომელიც 13 ქვეყანას უფასოდ გადაეცა - ბანგლადეში, მიანმარი, ბუტანი, ნეპალი, ავღანეთი, შრი-ლანკა, ბაჰრეინი, ომანი და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები.

დაახლობით, 10 მილიონ დოზა გაიყიდა და გადაეცა ბრაზილიას, მაროკოს, სამხრეთ აფრიკას, ალჟირისა და ეგვიპტის მოსახლეობას. გარდა ამისა, ინდოეთის ვაქცინის მწარმოებელი ინსტიტუტი Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინას სულ მალე გაგზავნის კანადაში.

პუნავალამ აღნიშნა, რომ მისი ფირმის - კოვიშილდის ვაქცინას კანადას „სულ მცირე ერთ თვეში“ მიაწოდებს, თუკი ჯასტინ ტრიუდოს მთავრობის მარეგულირებელი ორგანოებისგან ნებართვას მიიღებს.

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

ჯარში არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

1619172067

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრის დავით ზურაბიშვილის განცხადებით, კოვიდვაქცინაციის შესახებ ეჭვების გასაქრობად, საჭიროა ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ აიცრას.

1619171823

საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619171765

„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.

1619171191
სინოფარმის ვაქცინა

ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები...

ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

1619170862
ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ე...

დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია „ევროინს ჯორჯიას“ შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ლიბერთი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებული...

რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო. 1-ელ მაისამდე ის მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდება. ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.

მეგი ბაქრაძის ადვოკატი: გამოძიება რაღაც...

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის უფლებადამცველები საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობენ - მათი თქმით, სამართალდაცველებმა აფთიაქები შეამოწმეს და ფარმაცევტების ნაწილი დაკითხვაზე დაიბარეს.