მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის რეკომენდაცია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გასცა

ჯონსონ ენდ ჯონსონის კოვიდვაქცინა
1634400668
COVID-19

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვაქცინების და მასთან დაკავშირებული ბიოლოგიური პროდუქტების საკონსულტაციო კომიტეტმა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის მეორე დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბიოლოგიური პროდუქტების საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაციით, ვაქცინის მეორე დოზით უნდა აიცრას 18 წლის ასაკის ზემოთ ყველა ის პირი, რომელიც პირველი დოზით მინიმუმ 2 თვის წინ აიცრა.

FDA არ არის ვალდებული დაიცვას ბიოლოგიური პროდუქტების საკონსულტაციო კომიტეტის რეკომენდაცია, თუმცა უწყება მის რეკომენდაციებს ეთანხმება.

„ვხედავთ, რომ ეს არის ჯგუფი უფრო დაბალი ეფექტურობით, ვიდრე mRNA ვაქცინები“, - აცხადებს დოქტორი არნოლდ მონტო.

„აქ არის რეალური გამოწვევები. ჯერ არ არის საკმარისი მონაცემები იმის შესახებ რომ „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა დაავადების ყველა ფორმის წინააღმდეგ ეფექტიანია“, - აცხადებს FDA-ს ბიოლოგიის შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორი მარქსი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 დელტა შტამი ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს ორჯერ ზრდის

👉 ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს

👉 „კოვიდგადატანილ არავაქცინირებულებს რეინფიცირების შანსი ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინირებულებს“