მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად 1,1 მილიონი დოლარით დაეხმარება

საქართველოს და ამერიკის დროშა
1585406942
COVID-19

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გამოუყოფს, ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვ.," - წერია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა.