მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში ბოლო 24 საათში COVID-19-ს 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებული შტატები
1585716836
COVID-19

ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლავ მზარდია კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვი.

ბოლო 24 საათში, შტატებში COVID-19-ს 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში 4000-ზე მეტია.

თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვირუსის გავრცელების პიკი ქვეყანაში სავარუდოდ 2-3 კვირაში იქნება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას საგანგაშო უწოდა. მან ქვეყნებს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა არ არის მოდუნების დრო, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა ნელნელა იხურება.