მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში COVID 19-ის ტესტები აფთიაქებსა და ინტერნეტში გაიყიდება

კორონავირუსის სახლის ტესტი
1608105237
COVID-19

COVID 19-ის პირველი სწრაფი ტესტი, რომელიც რეცეპტის გარეშე გაიყიდება, აფთიაქებში მალე გამოჩნდება.  ამის შესახებ Associated Press იუწყება. 

გამოცემის თანახმად, 15 დეკემბერს აშშ –ის მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცეს კორონავირუსის სწრაფი ტესტი, რომლის ჩატარებაც სახლის პირობებშია შესაძლებელი.

FDA–ს განცხადება ტესტირების შესაძლებლობების გაფართოების კიდევ ერთ მნიშვნელოვან, თუმცა ეტაპობრივ ნაბიჯს წარმოადგენს. მარეგულირებელმა ორგანოებმა მსგავსი საშინაო ტესტის გადაუდებელი გამოყენება გასულ თვეში დაუშვეს, მაგრამ ამას ექიმის დანიშნულება სჭირდება.

„სააგენტოს გადაწყვეტილების შედეგად, მოქალაქეებს შეუძლიათ შეიძინონ ტესტი, ცხივირდან აღებული ნაცხით ჩაატარონ ტესტი და მხოლოდ 20 წუთში მიიღონ შედეგი”, - აღნიშნა FDA– ს კომისარმა სტივენ ჰანმა.

სწრაფი ტესტების ავსტრალიელმა მწარმოებელმა Ellume- მა განაცხადა, რომ მომავალ თვეში 3 მილიონი ტესტის ჩატარებას ელოდება და 2021 წლის პირველ ნახევარში პროდუქციის გაყიდვა უფრო გააქტიურდება.

კომპანიის სპიკერის თქმით, ტესტის ღირებულება დაახლოებით 30 დოლარი იქნება და ის აფთიაქებსა და ინტერნეტში იქნება ხელმისაწვდომი.

თვეების განმავლობაში ჯანდაცვის ექსპერტები ხაზს უსვამდნენ სწრაფი, საშინაო ტესტირების ფართოდ დანერგვის აუცილებლობას, რათა ადამიანებმა შეძლონ საკუთარი თავის ტესტირება და სხვებთან კონტაქტი თავიდან აიცილონ.

მიუხედავად ამისა, ტესტების აბსოლუტურ უმრავლესობაში ჯერ კიდევ საჭიროა ცხვირის ნაცხის ნიმუში, რომელიც მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში უნდა შემოწმდეს. ეს ჩვეულებრივ შედეგების რამდენიმედღიან ლოდინს ნიშნავს. დაახლოებით 25 ტესტი საშუალებას აძლევს ხალხს შეაგროვონ საკუთარი ნიმუში სახლში - ცხვირის ან ხახიდან აღებული ნაცხით და შემდეგ ის ლაბორატორიაში გაგზავნონ.

კომპანია Ellume-ს სწრაფი ტესტი COVID-19– ით გამოყოფილ ვირუსული ცილების არსებობას იკვლევს, რაც განსხვავდება ოქროს სტანდარტის ტესტებისგან, რომლებიც ვირუსის გენეტიკურ მასალას ეძებს.

FDA– მ აღნიშნა, რომ სხვა ტესტების მსგავსად, რომლებიც ცილებს იკვლევენ, Ellume– ის ტესტს შეუძლია მცირე პროცენტული სხვაობის ალბათობით, დადებითი და უარყოფითი შედეგის ჩვენება. სააგენტოს თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებმაც უარყოფითი ტესტირება მიიღეს, მაგრამ აქვთ კორონავირუსის სიმპტომები,ჯანდაცვის სპეციალისტს უნდა მიმართონ.

👉 ინფორმაციისთვის, ამჟამად შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი იტესტება.

👉 ჯანდაცვის ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ტესტი, მეტი ინტენსივობით უნდა ჩატარდეს, ხოლო ჰარვარდის მკვლევარები ითხოვენ, რომ გაცილებით იაფი სწრაფი ტესტები შეიქმნას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აშშ-ში პირველი ვაქცინა გაკეთდა

👉 იმნაძე: მსოფლიოში აღიარებული 2 სწრაფი ტესტიდან საქართველოში ერთ-ერთი გვაქვს

👉 3 487- ინფიცირება, 2 495- გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში