მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა

პოზიტიური ტესტი
1586021867
COVID-19

აშშ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მზარდ კერად რჩება. 4 აპრილის არასრული დღის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 23 271 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 300 000-ს გადააჭარბა.

სიტუაცია ყველაზე მძიმე ნიუ-იორკის შტატშია, სადაც ინფიცირებულების 1/3-ზე მეტი მოდის. რთული მდგომარეობაა ასევე: ნიუ-ჯერსის, მიჩიგანის, კალიფორნიის, ლუიზიანას, ფლორიდას, მასაჩუსეტისა და პენსილვანიის შტატებში. ყველა მათგანში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ს აღემატება.

ინფიცირებულების პარალელურად სწრაფად იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც. 3 აპრილს მსხვერპლის რაოდენობა რეკორდულად, 1328-ით გაიზარდა და ამჟამად 8142-ს შეადგენს, რაც იტალიისა და ესპანეთის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.