მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო დღეღამეში აშშ-ში კორონავირუსით ყოველ 65 წამში 1 ადამიანი იღუპებოდა

კორონა შეერთებული შტატები
1585987180
COVID-19

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23 მარტიდან მოყოლებული ყოველდღიურად ხუთნიშნა მაჩვენებლით იზრდება. სწრაფად მზარდია მსხვერპლის რიცხვიც.

4 აპრილის დილის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1.118 მლნ-ს შეადგენს, საიდანაც ყოველი მეოთხე შეერთებული შტატების მოქალაქეა. აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიისა და ესპანეთის ჯამურ მაჩვენებელს 28 000-ით აღემატება.

3 აპრილს შეერთებულ შტატებში ინფიცირების რეკორდულად ბევრი 32 284 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1321 პაციენტი კი გარდაიცვალა. რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში ყოველ 65 წამში 1 ადამიანი კორონავირუსით იღუპება.

ბოლო 1 თვეში აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 1756-ჯერ 277 522-მდე, მსხვერპლის რიცხვი კი 673-ჯერ 7403-მდე გაიზარდა. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსმა 59 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, საიდანაც ყოველი მერვე ამერიკელია.