მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში კორონავირუსზე ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყება

რამდენად სანდოა კორონავირუსის რუსული ვაქცინა
1606061464
COVID-19

COVID 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია ამერიკაში დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN იუწყება. 

„ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინაცია მოქალაქეებში დეკემბერში დაიწყება. ჩვენი გეგმაა, რომ ვაქცინის იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში შევძლოთ, ასე რომ, ეს პროცესი 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება“, - განაცხადა COVID-19 ვაქცინის პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ.

👉 ინფორმაციისთვის, კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს. ვაქცინის ეფექტიანობამ 90% შეადგინა და ადამიანის ინფიცირების ალბათობა მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმალურია.

👉 წარმატებული აღმოჩნდა ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის კვლევაც, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ 94,5%-იანი ეფექტი აჩევენა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 AstraZeneca-ს ვაქცინის მასობრივი გამოყენება წლის ბოლოს დაიწყება

👉 სამხრეთ კორეა რუსული ვაქცინის წარმოებას გეგმავს - რია ნოვოსტი

👉 თამარ გაბუნია: ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინას გაზაფხულზე მიიღებს