ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ექიმების რეკომენდაციით, ე.წ. პრეზიდენტი „რეზიდენციაში“ უნდა დარჩეს სრულ გამოჯანმრთელებამდე, საიდანაც იგი განაგრძობს მუშაობას.
👉 ინფორმაციისთვის, ასლან ბჟანიას კორონავირუსი 27 დეკემბერს დაუდასტურდა.
👉 მოგვიანებით, ინფიცირება დაუდასტურდა ოკუპირებული აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრს“ ალექსანდრე ანქვაბსაც.