მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასპინძაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

ლენჯერი, კორონა
1603632384
COVID-19

ასპინძაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

87 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადება და COVID-19 ჰქონდა, თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა. ასპინძის სოფელ ზველში ამბობენ, რომ მიცვალებული უკვე დაკრძალეს.

„მოციმციმე არითმია ჰქონდა, გულის პრობლემები. ალბათ ორი კვრა იქნება, რაც კლინიკაში დააწვინეს, მკურნალობდა. იქვე შეხვდა კორონავირუსი და გარდაიცვალა", - ამბობენ თანასოფლელები.

რეგიონში, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პირის გარდაცვალების ეს მეოთხე შემთხვევაა. თავდაპირველად გარდაიცვალა ქალაქ ვალეს მკვიდრი, შემდეგ ნინოწმინდის სოფელ დილიფის მაცხოვრებელი, 30 წლის ქალი დაიღუპა, მესამე გარდაცვლილი ადიგენის სოფელ უდედან იყო.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 1928 ახალი შემთხვევა დადასტურდა.