მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“  საკმარისად იცავს ​კოვიდის ყველა შტამისაგან“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1626553021
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ იცავს ვაქცინირებულ პირებს ​კოვიდის ყველა შტამისაგან.

„ყველა ვაქცინა, მათ შორის „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საკმარისად სერიოზულად იცავს ადამიანებს კოვიდისგან, მისი ყველა შტამისგან.

ორი დოზით აცრილი, გინდა ეს იყოს „სინოფარმი“, გინდათ „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“, პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ მათ სასიკვდილო ფორმა არ შეხვდებათ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1808 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.17%-ია. ეს ყველაფერი კი საყოველთაო აცრის პარალელურად, რომელიც რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 361 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 363 318-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 538 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 386 195-ს.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრების ვაქცინაცია“

👉 აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ

👉 „ფაიზერის“ ნახევარ მილიონ დოზას რამდენიმე კვირაში მივიღებთ“

👉 „ინფექციის გავრცელება მიგვითითებს, რომ შეზღუდვების დაწესებაზე ვიმსჯელოთ“