მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასტრაზენეკას“ ახალმა პრეპარატმა არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სიკვდილიანობის რისკი შეამცირა - კვლევა

„ასტრაზენეკას“ ახალმა პრეპარატმა არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში სიკვდილიანობის რისკი შეამცირა
1633973069
COVID-19

„ასტრაზენეკას“ ანტისხეულების ახალმა პრეპარატმა (კოქტეილმა) არა ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დაავადების მძიმე ფორმის და სიკვდილიანობის რისკი შეამცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ორი ანტისხეულის კომბინაციით შექმნილმა წამალმა სახელწოდებით AZD7442, კორონავირუსის მძიმე ფორმის და სიკვდილიანობის განვითარების რისკი 50%-ით შეამცირა იმ პაციენტებში, რომლებსაც სიმპტომები 7 ან ნაკლები დღის განმავლობაში ჰქონდათ.

პრეპარატმა, სიმპტომების და სიკვდილიანობის რისკის შემცირების უკეთესი შედეგი აჩვენა იმ პაციენტებში, რომლებმაც დაიწყეს თერაპია საწყისი სიმპტომებიდან სულ რაღაც 5 დღის განმავლობაში.

„ასტრაზენეკამ“ გასულ კვირას აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს, AZD744-ის გადაუდებელი გამოყენებისთვის მიმართა.

„ანტისხეულების პრეპარატით ადრეულ ჩარევას მნიშვნელოვნად შეუძლია შეამციროს მძიმე დაავადების პროგრესირება, ამასთან, ის დაცვას ექვს თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს“, - განაცხადა მენე პანგალოსმა „ასტრაზენეკას“ აღმასრულებელმა პრეზიდენტმა.

კვლევა ჩატარდა 13 ქვეყანაში და მასში მონაწილეობა მიიღო 900-ზე მეტმა ადამიანმა. AZD7442 შეიცავს ლაბორატორიული წარმოების ანტისხეულებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ნიდერლანდებში COVID-19-ის წამალი შექმნეს

👉 რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ? - New England Journal of Medicine კვლევა

👉 „მოლნუპირავირი“ ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებს 50%-ით ამცირებს - კვლევა

👉 „ფაიზერმა Covid 19–ის პერორალური ანტივირუსული პრეპარატის დოზირების გამოცდა დაიწყო“ - ზაზა წერეთელი

👉 ისრაელში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტები 5 დღეში გამოჯანმრთელდნენ