მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასტრაზენეკას“ დამატებითი 43 000 დოზა საქართველოშია

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინა ჩამოიტანეს
1620281830
COVID-19

COVID 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა საქართველოშია.

„ასტრაზენეკა“ არის COVID 19-ის საწინააღმდეგო პირველი პრეპარატი, რომელიც საქართველოში შემოიტანეს. აღსანიშნავია, რომ ამდენივე რაოდენობის ვაქცინას ქვეყანაში მაისის ბოლოსაც ელოდებიან.

მალე დაიწყება აღნიშნული ვაქცინით აცრის მეორე ეტაპი. სპეციალურ ვებგვერდზე ვაქცინაციისათვის დარეგისტრირება უკვე შესაძლებელია. ზღვარი დაწესებული არ არის და მოქალაქეს დარეგისტრირება ნებისმიერ იმ კლინიკაში შეეძლება, სადაც იმუნიზაცია ხდება.

ინფორმაციისთვის, ამჟამად საქართველოში საზოგადოების აცრა სამი ვაქცინით იცრება ესაა: „ასტრაზენეკა“, Pfizer და „სინოფარმი“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ვაქცინირებულების 2, 3 და 10% -იც კი არ ნიშნავს, რომ შემთხვევების ყოველდღიური მატებისაგან თავს დავიცავთ“- ივანე ჩხაიძე

✔️რატომ არის რთული კორონავირუსის მედიკამენტებით მკურნალობა? - BBC

✔️„დღეში სულ მცირე 3 000 მოქალაქე უნდა აიცრას“ - თამარ გაბუნია