მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აცრილი ადამიანების 50 კაციანი ქორწილი - NCDC-ის რეკომენდაცია

ქორწილი
1627979016
COVID-19

„წინადადება გვქონდა, რომ 50 კაცამდე გაიზარდოს ქორწილში სტუმრების რაოდენობა, ოღონდ თუ ყველა აცრილი იქნება ან მინიმუმ წინასწარ გატესტილი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ამ ეტაპზე რეკომენდაციები და მოწოდებები იქნება.

„ჩვენი რეკომენდაცია იყო, რესტორნებში მხოლოდ აცრილების და წინასწარ გატესტილების დაშვება. ასევე, ბენეფიტები რომ იყოს, მაგალითად ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი და მერე ჭირად იქცევა ლხინის სუფრა.

ამიტომ გვქონდა წინადადება, რომ კი ბატონო, 50 კაცამდე გაიზარდოს ქორწილში სტუმრების რაოდენობა, ოღონდ თუ ყველა აცრილი იქნება ან მინიმუმ წინასწარ გატესტილი. ამ საკითხზე მოწოდებები იქნება. განიხილება და ერთი კვირა დავაკვირდებით რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში“, - განაცხადა პაატა იმნაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „შესაძლოა, ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ აუქმებს“ - გამყრელიძე

🔴 „გარე სივრცეებში თუ ხუთ ადამიანზე მეტი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება“ - ამირან გამყრელიძე