მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აუცილებელია, აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1627037346
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე დამსაქმებლებს თანამშრომლების წახალისებისკენ მოუწოდა.

„აუცილებელია, აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს. დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ. მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ორ გამოსასვლელ დღეს ვაძლევ იმ ადამიანებს, ვინც იცრებიან. ჩვენს ცენტრში მომუშავე ადამიანების 61% დღეს აცრილია. გვინდა, რომ აგვისტოს ბოლოსთვის, 80-85%-ზე ავიდეთ. მიღებული პრაქტიკაა თანამშრომელთა წამახალისებელი ღონისძიებები. ჩვენ ვთხოვთ დამსაქმებლებს, მეტად წაახალისონ აცრები.

მიღებული პრაქტიკაა სხვადასხვა ლატარიების გათამაშება, წამახალისებელი ღონისძიებები. იგივე, ორჯერად აცრილებისთვის გარკვეული შეღავათები, რომ უფრო ადვილად მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და ბევრი სხვა. ეს დამოკიდებულია დამსაქმებელზე. ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები, არ დგინდება დადგენილებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „უახლოეს დღეებში „ლოკდაუნს“ და მკაცრ შეზღუდვებზე დაბრუნებას გამოვრიცხავ“

👉 „საქართველოში დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა 10% ბავშვია“

👉 რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ?