მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავსტრალიის შს მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავსტრალიის შს მინისტრი 2020
1584087275
COVID-19

ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს პიტერ დატონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

"დილით მე გამეღვიძა სიცხით და ყელის ტკივილით. მე მაშინვე დავუკავშირდი ქუინზლენდის ჯანდაცვის დეპარტამენტს და გავიკეთე ტესტი COVID-19- ზე. დღის მეორე ნახევარში მითხრეს, რომ ტესტმა დადებითი შედეგი აჩევნა”, - წერს დატონი Twitter-ზე.

მისი განცხადებით, იგი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და ასრულებს ექიმების ყველა მითითებას.

ცნობისთვის, ავსტრალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 128, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი.