მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში 28 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა

ავსტრალიის შტატი ვიქტორია
1606496375
COVID-19

ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, რომელიც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მწვავე წერტილი იყო, 28-ე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

გამოცემის თანახმად, ვიქტორიის შტატში ვირუსის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა მკაცრი კარანტინის მეშვეობით შეძლეს.

აღნიშნული შედეგი ნიშნავს, რომ ავსტრალია იმ ქვეყნებს შორის იქნება, სადაც ადამიანები შობის დღესასწაულზე რამდენიმე ოჯახის შეკრებას შეძლებენ.

„ეს 28-დღიანი შედეგი დიდი მიღწევაა როგორც ფსიქოლოგიური, ისე პრაქტიკული და ეკონომიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ინფექციონისტმა, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის ასისტენტ-პროფესორმა სანჯაია სენანაიაკემ.

როგორც მან აღნიშნა, თვითკმაყოფილების საფუძველი მაინც არ არსებობს, რადგან, უცხოეთიდან დაბრუნებულებისთვის სავალდებულო კარანტინის მიუხედავად, ავსტრალიას კორონავირუსის შემთხვევების ზრდის საფრთხე მუდმივად ემუქრება.

👉 ინფორმაციისთვის, ავსტრალიაში ამ დროისთვის, კორონავირუსის 27 873 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 907 ადამიანი.