მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანელი სპორტსმენი კორონავირუსით გარდაიცვალა

აზერბაიჯანელი სპორტსმენი
1586178625
COVID-19

საფრანგეთში მცხოვრები აზერბაიჯანელი სპორტსმენი ზელიმხან იბრაგიმოვი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში კავკასიის ხალხთა კონგრესის ხელმძღვანელმა ფაშა მამედოვმა სოციალური ქსელით გაავრცელა.

მისი განცხადებით, ზელიმხან იბრაგიმოვი კორონავირუსის დიაგნოზით, კომაში მყოფი, გარდაიცვალა.

”პარიზის საავადმყოფოში, კორონავირუსის გამო კომაში მყოფი ჩემი ახლო მეგობარი ზელიმხანი გარდაიცვალა. სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ ყველაფრის აღსაწერად, ძნელია ამგვარ დანაკლისთან შეგუება. ზელიმხანი მამაცი კაცი იყო, წარმატებული სპორტსმენი, მაგრამ ვირუსმა იგი ჩვენგან წაიყვანა”,- წერს ფაშა მამედოვი.

ზელიმხან იბრაგიმოვი 35 წლის იყო.

კორონავირუსი მსოფლიოს 208 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1,3-მლნ-მდეა, ხოლო გარდაცვლილია 70 000-მდე ადამიანი.