მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„B და C ჰეპატიტის მქონე პაციენტებმა, რომელთაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ, მკურნალობა არ უნდა შეწყვიტონ“ - ინფექციონისტი

ექიმი ინფექციონისტი
1611347956
COVID-19

„B და C ჰეპატიტით დაავადებულმა პაციენტებმა რომელთაც COVID 19 დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსი არ უნდა შეწყვიტონ“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. 

ექიმის თქმით, ადამიანს თუ აქვს კონკრეტული დანიშნულება, კოვიდთან დაკავშირებით ეს არ იცვლება და მითუმეტეს, ექიმის დანიშნულების გარეშე.

„C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს ვეტყვი, რომ ვირუსზე მკურნალობა ჩვეულებრივად გააგრძელონ. არავითარი კორექცია და მკურნალობის შეწყვეტა COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში არ ხდება.

ჩვეულებრივად უნდა გააგრძელონ ანტივირუსული მკურნალობა, რაც დანიშნული აქვთ როგორც B ჰეპატიტის, ასევე, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფმა პაციენტებმა. ზოგადად ეს ყველა დანიშნულებაზე ვრცელდება. თუკი ადამიანს აქვს კონკრეტული დანიშნულება, რომელიმე დაავადების გამო კოვიდთან დაკავშირებით ეს არ იცვლება, მითუმეტეს, თვითნებურად, ექიმის გარეშე“, - განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მაია ბუწაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 251 974-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 3022 ადამიანი, ხოლო 238 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევაში 2019 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.