ბაღდათში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსი კორონავირუსით გარდაიცვალა.
45 წლის ნათია მსხვილიძე რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა და თბილისში მკურნალობდა. ის ჭარბწონიანობის გამო რისკ ჯგუფში შედიოდა და მდგომარეობის დამძიმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილის ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ. გასული 24 საათის განმავლონაში საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1824 ადამიანი ინფიცირდა.
„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი ვერ შევა კონკურენციაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ბოლო პერიოდმა ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, და რომელი ჯგუფის ინტერესები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით მათიკაშვილი აცხადებს.
„რიონის ხეობის“ ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან საჭირო პასუხს ვერ მიიღებენ, პროტესტის ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და საპროტესტო მუხტი უფრო აიწევს.
ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე მოუწოდებს ნიკა მელიას, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები.
„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეს არის ეკონომიკის სიკვდილი“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.