მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბარაქ ობამა აშშ-ის ანტიპანდემიურ პოლიტიკას აკრიტიკებს

ამერიკის პრეზიდენტები
1589793878
COVID-19

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა ამერიკის მთავრობის COVID-19-თან ბრძოლის პოლიტიკას აკრიტიკებს: „ამ პანდემიამ დაგვანახა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ სურს, მეტიც, ვერც ხვდება, რომ პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდება“.

ეს განცხადება ობამამ Historically Black Universities and Colleges (HBCUs)-ის სასწავლებლის დამთავრების საზეიმო ონლაინ-ცერემონიალზე გააკეთა.

ღონისძიებამ „მაჩვენე შენი შესაძლებელობები HBCU-ს ყოფილო სტუდენტო“, თავი მოუყარა უამრავ აფროამერიკელ სელებრითისა და პოლიტიკოსს. ღონისძიებას კომიკოსი კევინ ჰარტი უძღვებოდა.

ობამა თავის გამოსვლაში შავკანიან საზოგადოებებზე COVID-19-ის გავლენასაც შეეხო, რომელშიც ვირუსით სიკვდილიანობა ძალიან მაღალი იყო.

„მოდით, თვალი გავუსწოროთ რეალობას: ასეთი ტიპის ვირუსი უბრალოდ ხაზს უსვამს და ააშკარავებს უთანასწორობას და დამატებით შეზღუდვებს, რასაც აფროამერიკელები ისტორიულად აწყდებოდნენ საუკუნეების მანძილზე. დღეს ამერიკაში ყოველდღიური მოვლენაა, თუკი შავკანიანი ადამიანი მირბის და ვიღაცებს ექნებათ მისი მოკვლის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ ის მათ შეკითხვებს არ პასუხობს, შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ COVID-19-მა ეს ადამიანები უფრო მეტად დააზარალა“, – განაცხადა ობამამ.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 25 წლის ბიჭის, აჰმედ არბერის მკვლელობას გამოეხმაურა, რომელსაც სირბილისას თებერვალში ორმა თეთრკანიანმა კაცმა ესროლა.

„ასეთი უსამართლობა ახალი არაა ჩვენთვის, – განაცხადა ობამამ. – ახალი რაც არის, არის ის, რომ თქვენმა თაობამ უნდა გაიღვიძოს და მიხვდეს, რომ სტატუს-კვო გასაახლებელია, რომ ძველი მეთოდები აღარ მუშაობს. თუკი მსოფლიომ უკეთ უნდა იცხოვროს, ეს თქვენმა თაობამ უნდა მოახერხოს“.