მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის სამშობიარო სახლში ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

ბათუმის სამშობიარო სახლის კლასტერი გაფართოვდა
1600859672
COVID-19

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკის დირექტორის ნუგზარ პაპავას განცხადებით, პაციენტი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ და საკეისრო კვეთამ წარმატებით ჩაიარა.

მისივე განმარტებით, საკეისრო კვეთა დღესვე კიდევ ერთ ორსულს გაუკეთდება, ხოლო ორ ინფიცირებულს საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ, რადგან მათ ჩივილები არ აქვთ.

სამშობიარო სახლში ახალშობილს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.

ინფორმაციისთვის, ბათუმის სამშობიარო სახლში ამ დროისთვის ჯამში 25 ინფიცირებული რჩება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.