მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში „ევექსის“ პოლიკლინიკის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ევექსში 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
1600326898
COVID-19

ბათუმში, „ევექსის“ პოლიკლინიკის 3 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიკლინიკაში ადასტურებენ.

კლინიკის პრესსამსახურის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული თანამშრომლების შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის, ბათუმის პოლიკლინიკაში პაციენტების მიღება დროებით შეწყდა. სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები. ჩატარდა სამედიცინო პერსონალის ტესტირება, მიმდინარეობს სავარაუდო კონტაქტების მოძიება და უკვე იდენტიფიცირებული პირები გადაყვანილ არიან თვითიზოლაციაში. კლინიკაში ტარდება დეზინფექცია.

ბათუმის პოლიკლინიკა მუშაობას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში განაახლებს.