მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში კორონავირუსი ოჯახის 5 წევრს დაუდასტურდა, მათ შორის ორი ბავშვია

პისიარ ტესტირება
1594455917
COVID-19

ბათუმში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ხუთივე ერთი ოჯახის წევრია. მათ შორის ორი ბავშვია, 4 წლის და 1 წლამდე ასაკის. დანარჩენები კი, საშუალო ასაკის პირები არიან. ინფიცირების წყარო მათივე ოჯახის წევრია, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„ბავშვებს ცხელება ერთჯერადად დაუფიქსირდათ. დანარჩენი სამს კი, ფაქტობრივად არანაირი ჩივილი არ აქვს“,- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

დღეს კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 981 შემთხვევა, მათ შორის 851 გამოჯანმრთელებულია, 15 გარდაცვლილი.