მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში კორონავირუსი საკონდიტრო „დონას“ მფლობელსაც დაუდასტურდა

საკონდიტროში კორონავირუსი
1598977014
COVID-19

პირველ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 1 ბათუმში, საკონდიტრო „დონას“ ერთ-ერთ თანამშრომელთან იყო დადასტურებული.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, კოვიდ-19 საკონდიტროს ერთ-ერთ მფლობელსაც დაუდასტურდა.

„კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევის შესახებ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი და ის საკონდიტრო „დონას“ ერთ-ერთი მფლობელია“,- აცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საკონდიტროს თანამშრომლების კონტაქტების ნაწილი დადგენილია. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება სხვადასხვა მეთოდით, ზოგი მათგანი თვითიზოლაციაშია ზოგი კი კარანტინში.