მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

საავადმყოფოში ექიმი
1617812234
COVID-19

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, ქალი გურიიდან ბათუმში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ამ დროისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა ქალს თანმხლები დაავადებები და რატომ დაგვიანდა მისი ჰოსპიტალიზაცია.