მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში კორონავირუსით მე-5 ექიმი გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვალება
1606308593
COVID-19

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა.

57 წლის ქალი მოქმედი ექიმი იყო და ბოლო წლების განმავლობაში ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.

როგორც ცნობილია, პაციენტი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 თვის წინ შეიყვანეს, ბოლოს კი რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობდა მკურნალობას.

ჯამში აჭარაში კორონავირუსით 4 ექიმი და 1 ექთანი გარდაიცვალა.

📌 ცნობისთვის, დღეს, 25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 საშიშია თუ არა წაულასგან მუტირებული კორონავირუსის შტამი?