მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დაჯარიმდა

რეგულაციები ბათუმში
1606200414
COVID-19

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია COVID 19 -თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მოწმდება ღია და დახურული საჯარო სივრცეები.

მათივე ცნობით, ახალი რეგულაციის შესაბამისად, ღია საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 300-მდე პირი დაჯარიმდა.

„აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მონიტორინგიც. ბოლო 10 დღის განმავლობაში 15 878-ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი და 11 354-ჯერ სამარშრუტო ტაქსი.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციები“, - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.