მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

BBC: კორონავირუსის რუსული ვაქცინა Sputnik V ანტისხეულებს აწარმოებს

კორონა sputnic v
1599236005
COVID-19

„პაციენტებმა, რომლებიც ახალი კორონავირუსის რუსული ვაქცინის ტესტირებაში იღებნდნენ მონაწილეობას, ვირუსზე ანტისხეულები სერიოზული გართულებების გარეშე გამოიმუშავეს“, - ამის შესახებ BBC წერს, სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტზე“ დაყრდნობით წერს, რომელიც თავის მხრივ, რუს მეცნიერთა დასკვნებს ციტირებს.

პარალელურად, მეცნიერები ამბობენ, რომ ვაქცინა Sputnik V-ს ეფექტურობისა და უსაფრთხოების დასადგენად, უფრო ღრმა კვლევების ჩატარებაა საჭირო.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ აგვისტოში რუსეთმა ვაქცინის ქვეყნის ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღების შესახებ განაცხადა, რასაც სხვა ქვეყნების მხრიდან, სკეპტიკური განცხადებები მოჰყვა.

დასავლელი ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ნაბიჯები ძალიან სწრაფი იყო და ის ტოვებდა კვლევის საკვანძო ეტაპებს, რაც რუსეთმა და მისმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უარყვეს.

როგორც პუტინმა თქვა, ვაქცინა მისმა ქალიშვილმაც გაიკეთა.

ამავდროულად, ტელევიზიით აჩვენეს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, რომელმაც აცრა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

რაც შეეხება ეპიდვითარებას, მსოფლიოში მე-4 ადგილზე მყოფ რუსეთში, Reuters-ის ცნობით, 4 სექტემბერს, ქვეყანაში Covid-19-ის 5 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთანავე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში, კოვიდინფექციით, 121 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ინფიცირებული 1 015 105 პირი, საიდანაც, გამოჯანმრთელდა 832 747 და გარდაიცვალა 17 649 ადამიანი.