მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბერდია სიჭინავა: შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის

შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის
1606899131
COVID-19

შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით.

„შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, რაც გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, ქვეყნის მასშტაბით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას ქვეყანაში“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფექცია კიდევ 4 033 ადამიანს დაუდასტურდა

🔴 ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 4 061 -მა ადამიანმა შეძლო.

🔴 საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 143 376 შემთხვევაა გამოვლენილი.

🔴 გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 121 621-ს შეადგენს. გარდაიცვლილია 1 342 მოქალაქე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ამირან გამყრელიძე: პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებულ

🔴 რა პროტოკოლით მკურნალობენ კოვიდინფიცირებულებს?