მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა კულუმბეგოვი: გაზაფხულზე ევროპაში კორონავირუსის მესამე, ჩვენთან კი მეორე ტალღა იქნება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1606070801
COVID-19

„ჩვენთან ტალღა არ ყოფილა, ახლა ვართ პირველი ტალღის ქვეშ. ამიტომ სადღაც გაზაფხულზე, ევროპის ქვეყნებში იქნება მესამე და ჩვენთან ეს იქნება მეორე ტალღა. ეს ვირუსის შინაარსი და ბუნებაა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. როგორც ჩანს იმ ქვეყნებისთვისაც კი, სადაც ულიმიტო რესურსები და შესაძლებლობებია, ინფიცირების მაღალ მაჩვენებელთან გამკლავება შეუძლებელია“, - ამის შესახებ იმუნოლოგ- ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, შეუძლებელი იყო, რომ ჯანდაცვის სისტემა ისე გაძლიერებულიყო, რომ ეპიდემიის სრული კონტროლი შეძლებოდა.

„მე ძნელად წარმომიდგენია, რომ ვინმე ისეთი ყოფილიყო ქვეყნის, თუნდაც ჯანდაცვის სისტემის სათავეში, რომ ჩვენ ახლა გვქონოდა ახალი კლინიკები ან სრულიად განსხვავებული ცოდნის ექიმები გვყოლოდა. ეს შეუძლებელია. ჩვენ ობიექტურობის ჭრილი არ უნდა დავკარგოთ, თორემ რომ დავიწყო კრიტიკა, მთელი დღე ვერ გავჩერდები. რეანიმატოლოგის გაზრდას 15 წელი სჭირდება, საერთოდ აღარ შევეხები სამედიცინო ხარისხებს. მსუბუქ პაციენტებს არვითარი ექიმი არ სჭირდება. დახმარება აუცილებელია მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც მან განმარტა, საუკეთესო მდგომარეობა იქნებოდა, ქვეყანაში მასობრივი ტესტირების შესაძლებლობა და ოჯახის ექიმთან სწრაფი კომუნიკაციის საშუალება რომ ყოფილიყო.

„ჩემი შეფასებით, დღეს ინფიცირებულების რაოდენობასა და ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებს შორის კრიტიკული შეუსაბამობაა, რისი შედეგიც შეიძლება იყოს ყოველდღე დაღუპული ადამიანები და დამძიმებული პაციენტები. ამიტომ უნდა მივიღოთ ზომები. “, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

👉 ინფორმაციისთვის, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 104 732 შემთხვევაა გამოვლენილი. განკურნაბულია 85 639 და გარდაცვლილია 976 ადამიანი.