მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა კულუმბეგოვი: ტესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, არსებული ფასები წარმოუდგენელია

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1606902630
COVID-19

„ტესტირების ინტენსიური რეჟიმი, რაზეც სახელმწიფო გადადის ძალიან დაეხმარება მიმდინარე პროცესს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, ტესტირება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

„ტესტის გაკეთება ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს, განსაკუთრებით თუ სიმპტომი აქვთ ან კონტაქტები არიან. ხშირად ადამიანები ამას ვერ ახერხებენ, რადგან უმეტეს ნაწილს ფასიანი მომსახურების გაწევა უწევს, რაც ძალიან რთულია. ეს სრულიად წარმოუდგენელი თანხაა ბევრი ოჯახისთვის საქართველოში.

ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანტიგენის სწრაფი ტესტი, რომელიც რამდენიმე წუთში იძლევა პასუხს, 90%-ზე მეტი სიზუსტით გამოირჩევა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ის რომ ყოველდღიურად, ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება ძალიან კარგია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში უხარისხო ტესტები არ იქნება. თუმცა, ვირუსი ისევ ცბიერია და ცუდი შედეგების მოტანა შეუძლია. დღეს არავინ საუბრობს, რომ კორონავირუსი რაიმე სახით შესუსტდა, უბრალოდ მისი მოვლა ისწავლეს“, - დასძინა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში.

მისი თქმით, რემდესივირს შეუძლია 15 დღიანი მძიმე პაციენტის ჰოსპიტალიზაცია 10 დღემდე შეამციროს, მაგრამ სიკვდილობის მაჩვენებელზე გავლენა ვერ მოახდინოს.

„ვაქცინაცია აუცილებლად იქნება, მაგრამ არა სწრაფად,“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

👉 ინფორმაციისთვის, დღეიდან პირველ თებერვლამდე საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იწყება.

👉 ყოველდღიურად, ქვეყანაში 20 000 ტესტი გაკეთდება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🛑 სტაციონარში შესულ ყველა პაციენტს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდება

🛑 Pfizer-ის ვაქცინა უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია