მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბილ გეიტსი: ვაქცინის ერთი დოზა COVID-19–ისგან დასაცავად საკმარისი არ იქნება

ამერიკელი მილიარდერი
1595487182
COVID-19

Microsoft- ის დამფუძნებლის ბილ გეიტსის განცხადებით, COVID-19–ისგან დასაცავად ვაქცინის რამდენიმე დოზის ინექცია იქნება საჭირო. ამის შესახებ სატელევიზიო არხი CBS იუწყება.

ბილ გეიტსის აზრით, ამჟამად არცერთი ვაქცინა არ გამოიყურება ისე, რომ ერთჯერადი დოზით იმუშაოს.

„არცერთი ვაქცინა ამ ეტაპზე არ ჩანს ისეთი, რომ ერთჯერადი დოზით იმოქმედოს“,- აღნიშნა Microsoft- ის დამფუძნებელმა.

ვაქცინის შექმნაში $300 მლნ-ის დონორმა პირობა დადო, რომ მის შესაქმნელად მსოფლიოში ძალისხმევას არ დაიშურებენ.

„თუ თქვენ ცდილობთ, რომ კორონავირუსის გადაცემა მთლიანად აიცილოთ თავიდან, მაშინ ვაქცინაცია მსოფლიო მოსახლეობის 70-80%-ზე უნდა გავრცელდეს. ეს წარმოუდგენლად დიდი რიცხვია“,- აღნიშნა ბილ გეისტმა.

მსოფლიოში კოვიდინფიცირების 15,3 მლნ-ზე მეტი შემთხვევაა დადსტურებული. გარდაცვლილია 630 343 ადამიანი.

გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზადაა და ის რამდენიმე პაციენტზე უკვე გამოსცადეს.

20 ივლისს ჯანმო-მ დაასახელა სავარაუდო თარიღი, თუ როდიდან იქნება მოსახლეობისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი.