მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

BioNTech-მა და Pfizer-მა ვაქცინის ბავშვებზე გამოცდა დაიწყეს

დანიაში ვაქცინაცია შეაჩერეს
1616751048
COVID-19

გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer- მა ვაქცინის ბავშვებზე გამოცდა დაიწყეს - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

სტატიაზე დაყრდნობით, კვლევის ფარგლებში შეისწავლიან ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას 6 თვიდან 11 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. გეგმის თანახმად, BioNTech / Pfizer ვაქცინები გამოყენებული იქნება ბავშვებისთვის 2022 წლის დასაწყისიდან.

„ვამაყობთ, რომ ჩვენ, BioNTech- ის ჯგუფთან ერთად, ვიწყებთ გლობალურ კვლევას, რათა შევაფასოთ ჩვენი ვაქცინების უსაფრთხოება, ამტანობა და იმუნოგენურობა ჯანმრთელ ბავშვებში“,- აღნიშნულია Pfizer- ის წარმომადგენელთა განცხადებაში.

აგრეთვე იხილეთ:

📌მაია გოთუა: კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში შემავალი ნივთიერებები საკვებ პროდუქტებშიც გვხდება