მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოჭორიშვილის კლინიკაში დედა-შვილი კორონავირუსის დიაგნოზით შეიყვანეს

პოზიტიური ტესტი
1588141913
COVID-19

"დავემატა 4 ახალი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი უკვე ჰქონდა დადასტურებული. მათგან 2 დედა-შვილია, რომელთა კლასტერი ცნობილია, ისინი თბილისიდან არიან, ხოლო დანარჩენი ორი თეთრიწყაროს კლასტერიდანაა",- ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელდა ერთი 18 წლამდე ასაკის მოზარდი და საავადმყოფოში რჩება 10 მოაზარდი. ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 69 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 59-ს აქვს დადასტურებული.