მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოჭორიშვილის კლინიკაში "პლაქვენილი" კოვიდპაციენტების მკურნალობიდან რამდენიმე დღეა ამოიღეს

კორონავირუსზე კვლევა
1590561371
COVID-19

"როგორც იცით, "პლაქვენილი" უკვე ამოღებულია პროტოკოლიდან. ჩვენს კლინიკაში არ გვქონია რაიმე გართულება "პლაქვენილით" მკურნალობისას. არც სისხლძარღვთა სისტემის კუთხით დაფიქსირებულა გართულებები. ზოგჯერ შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის დაჩქარების ფაქტები, თუმცა ეს ცოტაა სტატისტიკისთვის. ჩვენი მეცნიერები შეისწავლიან ამ ფაქტებს და დადებენ დასკვნას",- ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "პლაქვენილის" მკურნალობიდან ამოღება ჯანმოს გადაწყვეტილების მიხედვით მოხდა.

კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი 39 პაციენტს აქვს, მათგან არც ერთის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.