მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოჭორიშვილის კლინიკის სარეზერვო ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის დადასტურებული პასუხი
1588856310
COVID-19

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სარეზერვო ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ PIA.GE-ს კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.

ექთანს კორონავირუსი  საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ დაუდასტურეს, სადაც ის ძირითად სამუშაო დროს ატარებს. ამჟამად ის დამატებითი კვლევებისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ინფიცირებულის 9 კონტაქტი. ისინი მისი ოჯახის წევრები და მეზობლები არიან.

მედდის ინფიცირების წყარო ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.