მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოკერიას კლინიკაში მყოფი კოვიდინფიცირებული სამი ორსულის მდგომარეობა კრიტიკულია

ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა რეპუტაციული ზიანისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი განცხადებების გამო ყოფილ მედდას სასამართლოში უჩივლა
1632412036
COVID-19

ივანე ბოკერიას კლინიკის კოვიდრეანიმაციაში მყოფი სამი ორსულის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც კლინიკის ექიმმა ალექსი ვაჩაძემ აღნიშნა, სამივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„კოვიდრეანიმაციაში სამი ფეხმძიმე გადის ჩვენთან მკურნალობას. სამწუხაროდ, სამივეს მდგომარეობა არის საკმაოდ კრიტიკული. ისინი მართვით სუნთქვაზე არიან, ინდუცირებულ კომაში და გრძელდება მათი მკურნალობა, მდგომარეობა არის კრიტიკული “, - აღნიშნა ვაჩაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ბოკერიას სახელობის კლინიკაში საერთო ჯამში 17 ორსული მკურნალობს. როგორც ცნობილია ვაქცინაცია არცერთს არ აქვს გაკეთებული.

ამავე თემაზე:

🔴 კორონავირუსის პანდემია შეიძლება ერთ წელიწადში დასრულდეს - „მოდერნას“დირექტორი

🔴 „როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა გვექნება“ - იმნაძე

🔴 აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა