მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი საკარანტინო ზონად გამოცხადდა

კარანტინი ბოლნისში
1584909254
COVID-19

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა.

ამის შესახებ საკოორდნაციო საბჭოს სხოდმის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა მარნეულის ტერიტორიაზე კორონავირუსის შიდა გადაცემა - ანუ, დაავადდა ქალი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

"დღეს გვქონდა საკმაოდ რთული შემთხვევა - მარნეულში გვყავს ინფიცირებული ქალი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს არის ის შემთხვევა, რომლისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი. ამ ყველაფერში სამწუხარო გახლავთ ის, რომ როგორც ჩანს, ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, როცა ჩვენმა ეპიდემიოლგებმა დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ეს არაფერს არ ნიშნავს. სიტუაცია საკმაოდ რთულია, ეს გახლავთ ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეძახდით გავრცელების ახალ - შიდა ეტაპზე გადასვლას, რომლისთვისაც ვცდილობდით, მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და მზად ვართ კიდეც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განმარტებით, მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა სამართლებრივად ნიშნავს შემდეგს - იზღუდება მარნეულში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილობრივები გადაადგილდებიან პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად. საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს შსს.