მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებული შტატები
1594494777
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში აშშ-ში კოვიდინფიცირების 31 526 შემთხვევა დადასტურდა, 418 გარდაიცვალა. ჯამში გამოვლენილია 3 323 312 შემთხვევა, მათ შორის 1 475 567 გამოჯანმრთელებულია, 137 089 კი, გარდაცვლილი. აშშ დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

მეორე ადგილზეა ბრაზილია 1 810 691 დადასტურებული შემთხვევით. ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 353 შემთხვევა დადასტურდა, 99 გარდაიცვალა.

აშშ-ს შემდეგ, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში დადასტურდა. ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 27 220 შემთხვევა დადასტურდა, 543 კი, გამოჯანმრთელდა.