მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა

კორონავირუსი ინდოეთში
1597089228
COVID-19

ინდოეთში ისევ მძიმე ეპიდვითარებაა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 52,817 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 886 კოვიდინფიცირებული.

ინდოეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში კოვიდის 2,266,954 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1,580,269 გამოჯანმრთელებულია, 45,352 გარდაცვლილი.

მსოფლიოში კორონავირუსის 20,157,148 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 12,995,570 გამოჯანმრთელებულია, 736,189 გარდაცვლილი.